
პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილეები ამზადებენ ბერკეტს, მისი გამოყენებით სხეულის მასას განსაზღვრავენ। ატარებენ ცდებს წონასწორობის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად და შედეგს ცხრილის სახით წარმოადგენენ. აღწერენ წონასწორობის შემთხვევებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს სასწორის შესახებ।კლასში სასწორის გამოყენებით აწონიან სხვადასხვა ნივთებს, დავალებათ ეძლევათ მარტივი სასწორის დამზადება। მისი გამოყენებით საგნების აწონა, ცხრილის შევსება। ატარებენ ექსპერიმენტს ბერკეტის გამოყენებით। იკვლევენ წონასწორობის პირობებს, ატარებენ მათემატიკურ გამოთვლებს. მონაცემების საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს,რომ
სასწორის საყრდენი წერტილი მის ცენტრში მდებარეობს।
მონაწილეთა ასაკი:9–10წელი
ვადები/ხანგრძლივობა:30აპრილიდან–15 მაისამდე(2010წ)
ვადები/ხანგრძლივობა:30აპრილიდან–15 მაისამდე(2010წ)
პროექტის შესაძლო აქტივობები:კლასში მინი ლექცია,კვლევა, ექსპერიმენტის ჩატარება თემის შესახებ। მოძიებული მასალის პრეზენტაცია।ნამუშევრების განთავსება ინტერნეტში।
მოსალოდნელი შედეგები:ბავშვები შეიძენენ კვლევის უნარ–ჩვევებს,ექსპერიმენტის ჩატარების უნარ–ჩვევებს, შედარების და გაანალიზების, დასკვნის გამოტანის უნარს.
სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები მოძიებულ მასალას შესაბამისად დაალაგებენ. ექსპერიმენტების შესაბამის ცხრილს შექმნიან და განათავსებენ ინტერნეტში სპეციალურ ბლოკში, რომელზეც ყველას მიუწვდება ხელი.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას იძენენ ცოდნას ფიზიკაში, მათემატიკაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
პროექტის ფასილიტატორი:ხ. გაგუნაშვილი.katuna.maia@gmail.com
No comments:
Post a Comment